საზოგადოება
ბორჯომში დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში, მესხეთის N31-ში,
ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებულ მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების
მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ
არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და ინფრასტრუქტურისა და
მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
რეაბილიტაციის ფარგლებში,
ხორციელდება კორპუსის დაზიანებული ფასადისა და აივნების აღდგენა,
კარ-ფანჯრების შეცვლა და სადარბაზოს რეაბილიტაცია.
გააზიარეთ :