საქართველოს პარლამენტის ვებსაიტის
თანახმად, ხვალ, 10 მარტს, ბიუროს სხდომა დაინიშნა. 12:00 საათზე კი
პლენარული სხდომა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ
ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების"
შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე „ჩაგდება".