2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა
შსს-ს მომსახურების სააგენტო ცნობით,
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად,
2023 წლის 1-ელ აგვისტომდე
რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული
ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში
წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ლი
მაისი.
აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან
თავისუფლდებიან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1272.