ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე რუსთაველის გამზირზე
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
უწყვეტის პროტესტის 34-ე დღეს მოქალაქეები ახალ წელს თბილისში,
რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
“ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე”, ასე ჰქვია ღონისძიებას,
რომელიც 23.00 საათზე დაიწყება.
ეს სახალხო ინიციატივაა, რომელიც ქართველი ხალხის პროტესტს
გამოხატავს.
სახალხო პროტესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
უერთდება. ამის შესახებ მან ღონისძიების Facebook-ჯგუფში დაწერა:
"ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის და თავისუფლების წელი .
შევხვდეთ ერთად!"
Facebook-ში შექმნილ ღონისძიების აღწერაში წერია: „ამ ქვეყანაში
მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი. ახალ 2025
წელს“.