ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზანა.


უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, კახეთში - 5. უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.


რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.


ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 159 კგ-ს გადააჭარბა.


ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა.


უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზღვიდან და ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებული უკანონოდ ჩაგებული, ე.წ. სახლართი ბადეები. მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 850-მდე, ე.წ., ოჩხი (საბურავი), რომელიც გამოიყენება უკანონო თევზჭერისათვის. პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6879 ლარი გახდა.
16:19 / 21.09.2023
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.
ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელ
ცენტრალურ მაგისტრალზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე
მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, კომპანიამ სამანქანო გზა, ფეხით
სავალი ნაწილი და სანიაღვრე არხები უნდა მოაწესრიგოს, რაშიც
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი იხარჯება.
12:17 / 21.09.2023
ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, კომპანიამ სამანქანო გზა, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრე არხები უნდა მოაწესრიგოს, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი იხარჯება.
ტელეკომპანია ,,მოზაიკას'' მიერ გავრცელებული
ინფორმაციით,
10:13 / 21.09.2023
ტელეკომპანია ,,მოზაიკას'' მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
საქართველოს ყოფილი მთავარი
პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაჩქარებული წესით ჩუქნის შვილს იმ
ქონებას,
08:53 / 21.09.2023
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაჩქარებული წესით ჩუქნის შვილს იმ ქონებას,
ბორჯომში ახლადრეაბილიტირებული №4
საჯარო სკოლა გაიხსნა და წელს მოსწავლეები განახლებულ გარემოში მიიღო,
თუმცა ჯერ-ჯერობით მოსაწესრიგებელია სკოლის ეზო და საფეხბურთო
მოედანი.
15:14 / 20.09.2023
ბორჯომში ახლადრეაბილიტირებული №4 საჯარო სკოლა გაიხსნა და წელს მოსწავლეები განახლებულ გარემოში მიიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით მოსაწესრიგებელია სკოლის ეზო და საფეხბურთო მოედანი.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
ახალი სასწავლო წელი სკოლებში - რეაბილიტირებული მეოთხე საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა;
ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერის და მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.