თვითიზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა დასჯადი გახდეს
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,
თვითიზოლაციის თუ კარანტინის წესების დარღვევა შესაძლოა დასჯადი
გახდეს.
დამრღვევი პირის მიმართ შესაძლოა საჯარიმო სანქცია ან სასჯელის სხვა
ფორმა გავრცელდეს. საკითხზე პარლამენტში უკვე მუშაობენ და ინიციატივა
დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება.
"დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა
და მოხდება სასჯელის ფორმების განსაზღვრა, თვითიზოლაციის წესების
დამრღვევი პირების მიმართ" - განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.
სსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის
გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.