ახალი ამბები
„თუ პარტია გადაწყვეტს ჩემი კანდიდატურა წარადგინოს, შეიძლება ვიფიქრო“ - ენზელ მკოიანი
ახალი საარჩევნო სისტემა, სხვა ცვლილებებთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს. საქართველოს პარლამენტში ახლა თუ 73 მაჟორიტარია, საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში, მათი რაოდენობა 30 იქნება. ვინაიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2019 წლის ნოემბერში ჩააგდეს, ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ამჟამად ოპოზიციაში მყოფ მაჟორიტარ დეპუტატთან, გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებას, მაგრამ მან ზარებს არ უპასუხა. კომუნიკაცია შეუძლებელი აღმოჩნდა გიორგი კოპაძესთანაც. ერთადერთი მაჟორიტარი, რომელთანაც სატელეფონი ინტერვიუ ჩავწერეთ, ენზელ მკოიანია.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა პარლამენტის წევრს თავი წარუდგინა, ენზელ მკოიანმა იკითხა:

ენზელ მკოიანი - „თქვენ ოპოზიციურები არ ხართ, ხომ? თუ ოპოზიციურები ხართ?“

ჟურნალისტი - ჩვენ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას წარმოვადგენთ

„დამოუკიდებლები იქნებით, თუ იმას გადასცემთ, რასაც მე გეტყვით. თორემ, რაც გინდათ იმას გადასცემთ და რაც არ გინდათ, იმას არ აჩვენებთ“.

რამდენიმე კითხვას დაგისვამთ ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის საარჩევნო სისტემის ახალი კანონპროექტი რეგიონში, როცა სამის ნაცვლად, სავარაუდოდ, ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს?

„თუ გახსოვთ, მე ვიყავი იმ დეპუტატებს შორის, ვინც პროპორციული სისტემის წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩემი აზრით, რეგიონისთვის უკეთესი იქნება, თუ ყველა მუნიციპალიტეტს თავისი წარმომადგენელი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში. ვინაიდან სიტუაცია ასეთი დაძაბულია ბოლო თვეების განმავლობაში, დემოკრატიისთვის და მისი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ეს დაძაბულობა არ გაგრძელდეს, მე მხარს დავუჭერ ამ პროექტს. ვფიქრობ, რომ სამართლიანობისთვის, თუ მაჟორიტარი ბორჯომელი იქნება, მაშინ სიაში უნდა იყოს ახალციხის წარმომადგენელი, ან პირიქით“.

როგორ შეაფასებთ თქვენ მუშაობას დეპუტატობის მრავალი წლის განმავლობაში? რა გააკეთეთ რეგიონში?

„ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ, ხალხს უნდა ჰკითხოთ. ხალხმა მე ამირჩია და არაერთხელ ამირჩია და, ალბათ, რაღაცას ვაკეთებდი, რადგან მირჩევდნენ“

რა დაგრჩათ გასაკეთებელი, რისი გაკეთება გინდათ?

„ჩემი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ თვეში ორჯერ მაქვს ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობის მიღება. ხალხი წინასწარ ეწერება დიდხანს რომ არ მელოდონ. ყველას აქვს თავისი დრო, ვხვდებით მოსახლეობას, ვუსმენთ მათ და ვგებულობთ რეგიონში არსებულ პრობლემებს. მუნიციპალიტეტებთან და გუბერნიასთან თანამშრომლობით, ამ საკითხებს ვწყვეტთ. 20 წელია ეს მიღებები გრძელდება და მოსახლეობა ჩვენი ბიუროდან კმაყოფილი მიდის.
სიმართლე გითხრათ, პრობლემების მოგვარებას ხალხი ყოველთვის მოითხოვს და ისინი მართლები არიან. ჩვენ მათი თხოვნა უნდა შევასრულოთ. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ხალხი მაინც მეტს ითხოვს. ისინი მართლები არიან.
ჩვენს მაღალმთიან რეგიონში დარჩა რამდენიმე სოფელი, რომელსაც სასმელი წყლის პრობლემა აქვს. არის სოფლები სადაც გზებია მოსაწესრიგებელი და მოსაასფალტებელი.


ახალქალაქში არ არის ტურისტული ადგილები, აი, მაგალითად, ბორჯომში არის, ახალციხეშიც, ვარძიაში, აბასთუმანში... ახალგაზრდებმა მოგვთხოვეს დასასვენებელი ადგილების მოწყობა და ამის მიღწევა გვინდა. დანარჩენი მუშაობს“.

20 წლიანი დეპუტატობის შემდეგ, აპირებთ თუ არა არჩევნებში კვლავ მონაწილეობას?

„იცით რა, პარტია გადაწყვეტს. თუ პარტია გადაწყვეტს ჩემი კანდიდატურა წარადგინოს, შეიძლება ვიფიქრო“.

და თქვენ გინდათ?

„ჯერ ვფიქრობ, პარტია წყვეტს, პარტია“.



ენზელ მკოიანთან ინტერვიუ რუსულ ენაზე ჩავწერეთ და სრულად შემოგთავაზეთ. ის სამცხე-ჯავახეთში ამჟამად არსებული სამი მაჟორიტარული ოლქიდან ერთ-ერთის, N46 ნინოწმინდა – ახალქალაქის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. ენზელ მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია (1999, 2004, 2008, 2012, 2016). მე-9 მოწვევის პარლამენტში კენჭი იყარა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“, მე-7 და მე-8 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.

სამცხე-ჯავახეთს კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. N44 ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარია გიორგი კოპაძე, ხოლო N45 ასპინძა–ბორჯომის ოლქს (მის შემადგენლობაში ახალქალაქის 5 თემიც შედის) პარლამენტში გედევან ფოფხაძე წარმოადგენს.

ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მიმდინარე კვირას მოხდება. საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა კი ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. პროექტზე ჯერ საყოველთაო სახალხო და შემდეგ საპარლამენტო განხილვები გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, მაჟორიტარული ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება ოპოზიციასთან. ახალ საკანონმდებლო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. დამტკიცების შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში სავარაუდოდ 12, აღმოსავლეთ საქართველოში კი 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება, მათგან სავარაუდოდ 2 მაჟორიტარული ოლქი იქნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს
გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი
კობახიძე იქნება,
12:20 / 21.11.2024
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება,
პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა
მიმდინარეობს.
10:38 / 21.11.2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.