ბორჯომელი მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს და ბორჯომის მერს ბრალი ოფიციალურად
წარედგინათ. დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე
სასამართლო დღეს, 1 მარტს, 15:00 საათზე იმსჯელებს.
„ლევან ლიპარტიას ბრალი სსკ-ის 338-მუხლის მეორე ნაწილის "ბ"
ქვეპუნქტითია და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი
გოგიჩაიშვილის- სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით,
ხოლო მათთან ერთად დაკავებულ მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილს - სსკ-ის
376-ე მუხლის მესამე ნაწილით,“- აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი
გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია
ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.