დაელოდეთ გაზაფხულს -გახარია სამთავრობო ცვლილებებზე
დაელოდეთ გაზაფხულს,- ასე უპასუხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო
ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს მეტი კომენტარი არ
გაუკეთებია.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო
ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.