ქართულ საიტებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა
2019 წლის 28 ოქტომბერს
საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის,
სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების,
სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე,
სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი
სამმართველოს მიერ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
როგორც კონსტანტინიდმა განმარტა, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა
ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და
მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
"აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის
მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის
ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების
დათესვას", — აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბრიფინგზე
"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს
წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას",- ამის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოს
განცხადებაშია ნათქვამი,რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩო ავრცელებს.