ევროკავშირი ასეთი შეშფოთებული არასდროს ყოფილა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი, სანდრა კალნიეტე
ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს და
საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ
დაკავებებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული
ვითარებით ევროკავშირი ასე შეშფოთებული არასდროს ყოფილა.
„ვანო მერაბიშვილის თავისუფლება საქართველოში პოლიტიკური
დაძაბულობის დროს მოხდა. ამას ფონად გასდევს მოსალოდნელი საპარლამენტო
არჩევნები, რომელზეც მთავრობამ პირობა არ შეასრულა, რომ ის
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა, ასევე გიგი უგულავას
დაკავება, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ პოლიტიკურად
მოტივირებული არ იყო. ევროკავშირი ასეთი შეშფოთებული არასდროს ყოფილა
დემოკრატიის უკუსვლის გამო. ეს ჩვენ კიდევ უფრო ძალიან გვაშფოთებს,
რადგან საქართველო მიიჩნეოდა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე
ქვეყანა. თუ მათ სძლევთ არჩევნებში გამარჯვების ცდუნება, რომ ეს
მოხდეს ნებისმიერ ფასად, მათ შორის კანონის გვერდის აქცევით და
წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დევნით, ეს ყველაზე ცუდი
განვითარება იქნება ქვეყნისათვის. ამას ექნება გავლენა
საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველოს ხალხი
იმსახურებს და ელის ჭეშმარიტ დემოკრატიას და არა დემოკრატიის
ნიღაბს“,- წერს ევროპარლამენტარი.