მეტი ვანო ოპოზიციას - კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებაზე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი
კახა კალაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა - "მეტი
ვანო ოპოზიციას"
„მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი
დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს,
გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", -
განაცხადა კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა
თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ.
მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა.