პარლამენტში, არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციის წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს
13:11 / 18.02.2020
საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა
ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი
ჩართეს.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოპოზიციის
წარმომადგენლებმა სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს,
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური
ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
"ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის
დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის
ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში
მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც
საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში", -
განაცხადა თალაკვაძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.