ახალი ამბები
თუ ივანიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, იმოქმედებთ კანონის შესაბამისად? - გედევან ფოფხაძე ირაკლი შოთაძეს
თუ თქვენს ხელთ არის მტკიცებულებები, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ვთქვათ, პირობითად ბიძინა ივანიშვილმა, თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორია? აღძრავთ საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად? - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს.

გედევან ფოფხაძე დაინტერესდა, რამდენად არის ინსტიტუციონალური მზადყოფნა პროკურატურის მხრიდან კორუფციულ დანაშაულთან მიმართებაში.

მაინტერესებს, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ქვეყანა ინსტიტუციონალურად ადეკვატურია კორუფციული დანაშაულის გამოწვევის მიმართ. ალბათ, 7 სტრუქტურაა, რომელიც ებრძვის კორუფციას, მაგრამ არის თუ არა ადეკვატური საპარლამენტო კონტროლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში? მიგაჩნიათ, თუ არა, რომ იმ სტრუქტურებს თავისი ინსპექციების და უფლებამოსილების ფარგლებში აქვთ რესურსი ებრძოლონ კორუფციას. ვთქვათ, მთავარი პროკურორი თუ ჩადის კორუფციულ დანაშაულს, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო სისტემა მთავარ პროკურორთან მიმართებაში? რამდენად გაქვთ რესურსი, რომ კორუფციული დანაშაული თუ ჩაიდინა მინისტრმა, მოსამართლემ, პროკურორმა, პრემიერმა რამდენად შეგიძლიათ რეაგირება მოახდინოთ და რამდენად არის კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციონალური მზადყოფნა?

მარტივ მოდელირებას შემოგთავაზებთ - თუ თქვენს ხელთ არის მტკიცებულებები, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ვთქვათ, პირობითად ბიძინა ივანიშვილმა, თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორია? აღძრავთ საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად? თუ ვთქვათ, გაქვთ კონკრეტული პოლიტიკური თხოვნა, რომ გედი ფოფხაძე არის არასასურველი პოლიტიკოსი, რომელსაც რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ აღძრათ საქმე და მიაღწიოთ ბრალდებამდე იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივაცია“
, - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძემ შოთაძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა ბიძინა ივანიშვილის ბიზენსცენტრში, მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის შემდგარი შეხვედრის დეტალები და აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, როგორ ესწრებოდა გენერალური პროკურორი „კერძო პირის“ სტატუსით ამ შეხვედრას და რამდენად პასუხობდა შოთაძის იქ ყოფნა ამ სტატუსს.

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის გაურკვეველია მთავარი პროკურორი, როგორ უნდა ყოფილიყო კერძო პირი. როგორ შეიძლებოდა თქვენ ჩამოგეხსნათ მთავარი პროკურორის სტატუსი და უფლებამოსილება და ქცეულიყავით კერძო პირად, როდესაც ორ კომპანიას შორის მიდიოდა კერძო თემაზე მსჯელობა. როგორ შეიძლებოდა ერთ-ერთ მხარეზე გავლენა არ მოეხდინა იმას, რომ თქვენ ამ მსჯელობის პერიოდში მთავარი პროკურორი იყავით?!“- მიმართა ფოფხაძემ ირაკლი შოთაძეს.

ფოფხაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატისგან დაინტერესდა, საარჩევნო პერიოდში, როდესაც "დიდი ზღვარია პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერებისა და დამნაშავეების დასჯას შორის", რა პოზიცია ექნება ირაკლი შოთაძეს.

„საარჩევნო პერიოდს ვუახლოვდებით და თქვენ მთავარი პროკურორი იქნებით ამ პერიოდში. აქ მართალა ძალიან დიდი ზღვარია პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერებისა და დამნაშავეების დასჯას შორის. ნამდვილად ვერ მოგიწოდებთ, რომ დამნაშავეები არ დასაჯოთ, პირიქით, გეტყვით, რომ თუ თქვენ იქნებით კორუფციასთან შეურიგებელი მებრძოლი, მაშინ ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერას უნდა იმსახურებდეთ. ყველა იმ მთავარ პროკურორს დავუჭერ მხარს, რომელიც კორუფციასთან შეურიგებელი იქნება და არანაირ ავტორიტეტს და ფაქტორს არ გაუწევს ანგარიშს იქნება მამუკა ხაზარაძე თუ ვანო ჩხარტიშვილი, თუ ის აშავებს, ერთნაირ სტანდარტში უნდა მოექცეს, მაგრამ რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ სტანდარტი ერთიანი იყოს და არ იყოს შერჩევითი სამართალი? დღეს შეიძლება ვიღაცამ კორუფციასთან ბრძოლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც გაასაღოს და ამაში ნამდვილად არ ვიქნები არავისთან სოლიდარული. მეორე მხრივ, არ მინდა, რომ მთავარი პროკურორი გავლენის ქვეშ მოექცეს და კერძო ინტერესს ემსახურებოდეს და არა საჯარო ინტერესს. საჯარო ინტერესი არის ყველას დასჯა, ვინც დანაშაულს ჩადის. თუ ამ დანაშაულს ჩადის მიხეილ სააკაშვილი - ის უნდა იჯდეს ციხეში, თუ ამ დანაშაულს ჩადის ბიძინა ივანიშვილი - ის უნდა იჯდეს ციხეში, თუ ჩადის გედი ფოფხაძე - ის უნდა იჯდეს ციხეში. არანაირი გამონაკლისი არ უნდა იყოს და თქვენი პოლიტიკური მოტივაცია ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს“, - განაცხადა ფოფხაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.