ჩემი პროგრამით ვარ მოსული - ირაკლი შოთაძე პარლამენტში მივიდა
მთავარი პროკურატურის კანდიდატმა
ირაკლი შოთაძემ იურიდიულ კომიტეტზე შესვლამდე მედიის კითხვებს არ
უპასუხა და თქვა, რომ
მოსმენაზე საკუთარი პროგრამით მივიდა.
"დღეს წარვდგები კომიტეტის წინაშე, როგორც ცნობილია ახალი
პროკურორის არჩევაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ვაპირებ
საუბარს იმ მიმართულებებზე, რაც გამაჩნია პროკურატურის რეფორმირების
კუთხით".
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი
საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის
თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით
ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას
ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური
საპროტესტო აქცია მოჰყვა.