ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკაში ბრუნდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის
შესახებ მარგველაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები
გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და
დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ
პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს
მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს
მარგველაშვილი.