რუსეთის დელეგაცია თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას დაესწრება
რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრთა
კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში, თბილისში უნდა ჩატარდეს -
განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა,
გრიგორი კარასინმა. მისი თქმით „დელეგაციის შემადგენლობა ჯერ
განსაზღვრული არ არის. დელეგაციის საკითხი ხელოვნურად შექმნილი
პრობლემაა“.
შეგახსენებთ 14-15 მაისს, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა
უმასპინძლოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე
ქვეყანამ.