„ჩვენი გეგმები დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ოქტომბრის არჩევნების მოგებას“-დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციის გეგმებზე
საუბრისას განაცხადა:
„მთელი ჩვენი გეგმები ამ დარჩენილ 8 თვეში ემსახურება
ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას. შესაბამისად, ჩვენ გაწერილი
გვაქვს აქტივობები, უახლოეს პერიოდში საზოგადობა ნახავს და მათთან
ერთად პარლამენტის წინ ძალიან მწვავე საპროტესტო აქციები გვექნება.
ასევე გვექნება გასვლები რეგიონებში და მათ შორის ხალხთან შეხვედრაც,
აქციებიც რეგიონში. პირველი დიდი აქცია, რომელიც ამ 8- თვიან გაწერილ
პროცესში იქნება, 4 აპრილის აქციაა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს
ველით. ოპოზიცია საზოგადოებას გააცნობს კონკრეტულ ნაბიჯებსა და
გეგმას, რას გავაკეთებთ შემდეგი დარჩენილი თვეების განმავლობაში და
გააცნობს უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს, იმ ადამიანებს, ვინც
ოპოზიციის სახელით იბრძოლებს და წელს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად
დაამარცხებს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.