"თავებს დაგიტეხთ, "სირცხვილის კორიდორი" არც გაბედოთ" - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აქტივისტებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ ბლადაძე
დღეს ბათუმის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას, სოციალური ქსელით
ეხმაურება
:
"დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას,საპატიო მიზეზის გამო ვერ
დავესწარი... დედის საფლავს გეფიცები, "სირცხვილის კორიდორი" არც
გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ, თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს.
არ ცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ!!! მომავალ შეხვედრამდე და
უნამუსოები ხართ ” - მერაბ ბლადაძე
ბლადაძე საბჭოში ,,პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით დაინიშნა, თუმცა
2019 წლის ბოლოს პარტია დატოვა.
ბათუმის მერიასთან აქცია დღეს მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა გამართეს,
რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ. ბლადაძე
საბჭოში პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს.