გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს - თუ გადადგებით - გადაგიხდით მადლობას
მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი
იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით
რეალობას,
რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში,
რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში და ერთხელ და
სამუდამოდ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიდეოკამერები კი არ უნდა ვუყიდოთ
სოციალურ მუშაკებს, არამდე რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი
გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს
ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ
ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და
გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით, - ასე
მიმართა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან
ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც
პარლემენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში
მოხსენებით წარსდგა.