პარლამენტის წინ ბანერი წარწერით "სირცხვილი“ გააკრეს
ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ
მწვანე ღობით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დიდი ბანერი წარწერით
"სირცხვილი". გააკრეს.
გიორგი ვაშაძის გნცხადებით, ეს ბანერი არის იმის სიმბოლო, რომ
ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს.
მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის
ერთ-ერთ შესასვლელთან "სირცხვილის დერეფანი" მოაწყეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ
დაკმაყოფილდება მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული
საარჩევნო სისტემით ჩატარეს.