პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია, პროპორციული საარჩევნო სისტემის
მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავს, აქციის მონაწილეებმა
"ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის საკანონმდებლო ორგანოს
შესასვლელთან ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს.
უმრავლესობის წევრებს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების
შეძახილების ფონზე მოუწიათ.ისინი დეპუტატების მისამართით
სკანდირებდნენ სიტყვას: "მონა".
"ეს "სირცხვილის კორიდორი" ეკუთვნით მმართველი პარტიის დეპუტატებს.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული
სისტემით ჩატარდეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.