"აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! " - უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო
"როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს
გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა!
დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!" - ეს სიტყვები ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ
რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების კენჭისყრამდე
წარმოსთქვა.
სტრასგბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ზამთრის სესიაზე
პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას
მხარი მხარი 96-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმეგ 44 წავიდა.
რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს
საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა.