ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან
იზორია ამბობს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად
ინიშნება. ამის შესახებ მან დღეს, 27 იანვარს პოსტივის ეთერში
ისაუბრა. მისივე თქმით, ეს ცვლილება დეკემბრის თვეში გადაწყდა.
იზორიას განცხადებით, იგი თებერვალში გეგმავს გერმანიაში ჩასვლას:
"მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე
დაიწყო შიდა პროცედურები. იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ
27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლებაზე".