პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ ღია წერილით მიმართავს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაძარაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებს და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართა.

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები . აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია , რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

ეჭვქვეშ დგება ჩვენი ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა. თუ რაღაც არ შეიცვალა, სულ მალე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორად ერთადერთი ქვეყანა დარჩება, სწორედ ის, რომელსც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და ყველა ხერხით ხელს უშლის ჩვენს ჩართვას საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ამ ვითარებაში მინდა მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს.

კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს.

მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია"
- ნათქვამია ღია წერილში

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.