გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს - NDI
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის
(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის
საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით
არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% პასუხობს, რომ
ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე
პასუხი.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე
სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით
მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.