"არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - მდინარაძე
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა
ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა შევიქმნათ 20 იანვრის შემდეგ
პერიოდზე" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტრამპის
პრეზიდენტობაზე.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20
იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი
თავისი დაპირებების შესრულებას.
„ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის
შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი
თავისი დაპირებების შესრულებას: პირველი, რამდენად შეძლებს გავლენა
მოახდინოს, რომ დასრულდეს ომი. ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება
ინტერესი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით.
მეორე, როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის
ბიუროკრატიაში. თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს
(გავლენები), ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. თუ
სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ეს ტურბულენტობა
გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 20 იანვარი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეა.