ირაკლი კობახიძე - არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
ხელახალი არჩევნების დანიშვნის
საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების
განცხადება
კომიკურთან ერთად იქნებოდა სისხლის
სამართლის დანაშაულიც, დღეს 21:00 საათამდე აქვს მოსაფიქრებელი დრო,
ვნახოთ, ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც
არ არის „ვიღაც ჭკვიანი“, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი
ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან
სასჯელს, თავისუფლების აღკვეთის სახით.
„რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის
საქმე. ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების
დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი.
რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება
დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის
საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს. თქვენ
იცით, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა, სასამართლოში ყველა
საჩივარი განხილული იქნა. საკონსტიტუციოს სასამართლოს მიმართა თავად
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან“ ერთად.
საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა.
შესაბამისად, ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ხელახალი
არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ,
რაც პარლამენტს უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოეწურება. ცხადია,
რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნების კონსტიტუციის
თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას
მთავრობის შემადგენლობას არ უცხადებს. როგორც მოგეხსენებათ
პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად,
ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება,
განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური. თუმცა კომიკურთან ერთად ეს
იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში
არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის
ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია,
ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ერთი დღე ითხოვა, დღეს 21:00
საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის, ვნახოთ ვინ
გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის
ვიღაც ჭკვიანი“, - განაცხადა კობახიძემ.