პოლიტიკა
ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობა - რა რეკომენდაციები აქვს OSCE/ODHIR-ს
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

რეკომენდაციების თანახმად, უნდა შეწყდეს:

ამომრჩევლების დაშინება
წნეხი საჯარო მოხელეებზე
ამომრჩევლების მოსყიდვა
ელექტორალური ძალადობა
არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, ეუთო/ოდირი ხედავს საკანონმდებლო ბაზის და მათ შორის - საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველი გადახედვის საჭიროებას, საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიზნით. ცალკე გამოყოფილია:

საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნის პროცესის გადახედვა - რათა არ იქნეს დაშვებული რომელიმე ერთი პარტიის დომინირება;
პოლიტიკური ფინანსების კონტროლის ნათელი რეგულაციების შემუშავება;
ზომების მიღება მედიის მარეგულირებელი ორგანოს [კომუნიკაციების ეროვნული კომისია] დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად;
საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
სამოქალაქო დამკვირვებლებისთვის წნეხისა და დაშინების გარეშე მუშაობის შესაძლებლობის მიცემა;
ხმის ფარულობის გარანტირება პროცედურული დამცველი მექანიზმებით.

ODIHR-ი გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრაში, ამ და ასევე წინა ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის - საარჩევნო უბნების დაგეგმვისა და საარჩევნო მასალების დიზაინის გასაუმჯობესებლად“, - ვკითხულობთ ეუთო/ოდირის დასკვნაში.


„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კვალდაკვალ, კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას ამომრჩევლებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე ზეწოლასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ კონკრეტული ქმედებებისკენ“, - აღნიშნულია ეუთო/ოდირის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი, რადგან ღრმა კრიზისში ჩააგდო საქართველო ამ არჩევნებმა“, - დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე.

პრეზიდენტთან ერთად, ახალი არჩევნების ჩატარების სრულ საფუძველს ხედავენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარად აცხადებს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს აქრობს.

"ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, "ენჯეობის", სალომე ზურაბიშვილისა და მათი უცხოელი შემაგულიანებლების 5 მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ", - განაცხადა 21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. "5 მთავარ ტყუილს" შორის ის გამოყოფს ოპონენტების ბრალდებებს მასშტაბური გაყალბების, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მრავალჯერადად მიცემისა თუ ბიულეტენებზე მარკირების მელნის გაჟონვასთან დაკავშირებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.