აშშ-ში სანქცირების შემდეგ კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა
მინისტრი
ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად
დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრძანებას
ხელი დღეს, 20 დეკემბერს მოეწერა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის
ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა“, - წერია
პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი
იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს.
ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.