პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება
კიდევ ერთხელ ვაძლევთ პირობას ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს - ამის ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შემაშფოთებელია, რომ დღემდე არ მოგვისმენია არცერთი უცხოელი სუბიექტის მოწოდება პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვასთან დაკავშირებით. მეტიც, ზოგიერთი უცხოელი სუბიექტი ძალადობრივ მიტინგს მშვიდობიან აქციადაც კი მოიხსენიებს. ამით, ისინი არათუ არ გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, პირიქით, აქეზებენ მას. მეტიც, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, არ უპასუხონ ძალადობას, რითაც მათი განზრახვა, ხელი შეუწყონ "ნაცმაიდანს" და საქართველოს უკრაინიზაციას, სრულიად ცხადი ხდება. მოვუწოდებთ უცხოელ სუბიექტებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და უსაფუძვლო პროტესტის წახალისება, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს. დასასრულს, ყველას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად საქართველოს ომში ჩათრევის გამუდმებული მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას თავიდან ავარიდეთ უკრაინიზაცია და შევუნარჩუნეთ მშვიდობა. მიუხედავად გარედან დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას შევუნარჩუნეთ სტაბილურობა. მიუხედავად ხელოვნური დაბრკოლებებისა, ჩვენ, წელიწადნახევრიანი უკომპრომისო ბრძოლის ხარჯზე, მივიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ვაძლევთ პირობას ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით,"-განაცხადა მან.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.