მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო
უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.