ახალი ამბები
პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

„თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლება რომ დავტოვოთ გაურკვეველი საკითხები ან სპეკულაციების საკითხები. ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის ბოლო წინადადებას, რომელიც ამბობს, რომ ასევე ვდებთ პირობას რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ვაპირებ, წარვადგინო საქართველოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც ასევე საზოგადოებას 26 მაისს წარვუდგინე, რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის ის, რომ პოლიტიკოსებმა ისევე მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. ეს, არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო. ვთვლი, რადგანაც ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია, პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და არა მხოლოდ ინტერპრეტაცია, მგონი და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას ძალიან გაშლილად, სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად. ამიტომ, ვთვლი, რომ არ შეიძლება ეს ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს. დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და მგონი, რომ დრო არის პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღონ, რამდენად არიან ამ ქარტიის ბოლომდე არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგული, არამედ, მისი ყოველივე სიტყვის იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს.

ამ ქვეყნის სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ - იმ დროს, როდესაც ამ ოთხ პარტიას შორის არის წარსული, ჯერ არ არის შექმნილი, რაც მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში შედგება, ანუ ის ურთიერთნდობა, მანამდე საჭიროა, რომ ძალიან გარკვეული იყოს, ამ ქარტიის უკან ვინ დგას ბოლომდე ერთგული. ამიტომ, ველოდები, რომ პარტიებმა დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ, ხელმოწერა უკან წაიღონ. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან. მე დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს, ივნისში მიიყვანს ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, მე ვთვლი, რომ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელზეც მერე, ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოში
10:56 / 02.12.2024
საქართველოში "ნაცმაიდანი" არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება - ვხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების
შესახებ გადაწყვეტილებას
23:33 / 30.11.2024
აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება
ამის შესახებ მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
პრესსპიკერმა.პლატფორმა X-ზე დაწერა
22:49 / 30.11.2024
ამის შესახებ მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.პლატფორმა X-ზე დაწერა
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს,
ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
22:31 / 30.11.2024
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა
დატოვა ელჩის განცხადებას მისი და, ნინო სოლომონია სოციალურ ქსელში
ავრცელებს
17:45 / 30.11.2024
ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა ელჩის განცხადებას მისი და, ნინო სოლომონია სოციალურ ქსელში ავრცელებს
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.