პოლიტიკა
მკვდარი მკვდარს აეკიდა, რა გაერთიანებაზეა საუბარი - კახა კალაძე ოპოზიციურ გაერთიანებებზე
ეს არის ყველაზე ბოროტი ძალა. ყველა შეკრებილი, ვინც არის იქ, ყველაფრის მკადრებლები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. გაერთიანებებზეც რა უნდა გითხრათ, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, რა გაერთიანებაზეა საუბარი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის გეგმებზე ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას დღეს წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„არ ვიცი, რა გეგმებზე უნდა ვისაუბროთ ოპოზიციასთან დაკავშირებით, იცით თქვენ, რა გეგმები აქვთ? - ისე არ ვიცი მეც. ერთადერთი ვიცი, რომ ეს არის გარედან მართული ძალა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მზადაა, ქვეყანა ჩართოს ომში და მე ამას შემთხვევით არ ვამბობ - ისევ მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვსაუბრობ.

როცა აგენტი ხარ, როგორ შეიძლება იფიქრო სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე, შენი ქვეყნის მოსახლეობაზე - ეს მათ დაამტკიცეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ნათელი მაგალითია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი.

ხომ შეიძლება, ოპოზიციაში რამე გამოსწორდეს?! ადამიანები ვართ, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშოს. არა, პირიქით - იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები რესურსი აქვთ. ბულინგი, შეურაცხყოფა, თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, ყველაფრის მკადრებლები არიან, თუმცა არანაირი რესურსი მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, ისინი ერთ პლატფორმაზე იქნებიან თუ ცალ-ცალკე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მისასალმებელია, თუ ისინი შექმნიან რამდენიმე ერთიან პლატფორმას, იმიტომ, რომ ყველა ერთია ეს ადამიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთია, ეს არის აგენტურა, მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, შენიღბული არიან ვითომდა რაღაც დემოკრატიით და ევროპულობით, არადა ფაშისტები არიან. ეს არის რეალობა და ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს მათ 26 ოქტომბერს“
, - განაცხადა თბილისის მერმა.



წყარო: ინტერპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ
საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ
რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული
არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების
ხარისხის გასაუმჯობესებლად.
16:43 / 21.12.2024
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები
აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც
მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების
კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
15:33 / 20.12.2024
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის
განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11
მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
13:37 / 20.12.2024
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა
მინისტრი
10:12 / 20.12.2024
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი
„ქართული ოცნების“ მთავრობის
მეთაური, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს პრეზიდენტად
არჩევას და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს
სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში:
15:41 / 14.12.2024
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს პრეზიდენტად არჩევას და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში:
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.