"აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას" - საელჩო აგვისტოს ომზე
ამერიკის საელჩო საქართველოში, 2008
წლის რუსეთ-საქართველოს ომზე განცხადებას ავრცელებს.
"დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი
გავიდა.
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული
გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.
რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი
დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას
უსვამს ხაზს.
შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში" - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.