პოლიტიკა
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა იგეგმებოდა. სწორედ ეს ვერსია გაავრცელეს სახელისუფლებო არხებმა - ისინი ეყრდნობოდნენ წყაროს, რომელსაც თავად ეს ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

„ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, - წერია სუს-ის განცხადებაში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუსი „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.

გუშინ, 23 ივლისს კი ტელეარხებმა „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ თქვეს, რომ გაირკვა რა საქმეს იძიებდა სუსი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღე, გამოკითხვაზე იბარებდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებს.

ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის ინტერპრეტაციით, სუსი იძიებს საქმეს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება. ტელეარხები ამ ვერსიას ავითარებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველისა და მისი ადვოკატის (მიხეილ რამიშვილის) ინტერვიუების ინტერპრეტაციით.

მიხეილ რამიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სუსის გამომძიებლებს მისთვის ფაქტად არ უთქვამთ, რომ საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მიმართ.

„უბრალოდ კითხვები ისმებოდა ყველა მიმართულებით - როგორც პირად ცხოვრებაზე, კომუნიკაციაზეც. ფაქტად არ ყოფილა ნათქვამი, რომ იგეგმება ტერორისტული აქტი... ვნახე, ჩემზე დაყრდნობით როგორ გაშუქდა, თითქოს იგეგმება ტერორისტული აქტი და უნდა მოხდეს... აბსურდია, არ შეიძლება ეს ინფორმაცია [რომ იგეგმება ტერორისტული აქტი] იყოს ჩემზე დაყრდნობით“, - ამბობდა მიხელ რამიშვილი.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ
საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ
რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული
არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების
ხარისხის გასაუმჯობესებლად.
16:43 / 21.12.2024
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები
აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც
მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების
კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
15:33 / 20.12.2024
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის
განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11
მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
13:37 / 20.12.2024
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების
შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა
მინისტრი
10:12 / 20.12.2024
აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში სანქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი
„ქართული ოცნების“ მთავრობის
მეთაური, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს პრეზიდენტად
არჩევას და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს
სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში:
15:41 / 14.12.2024
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს პრეზიდენტად არჩევას და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში:
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.