პოლიტიკა
"დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს" - ზურაბიშვილი უკრაინას და მოლდოვას ულოცავს და მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება.

„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის
მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის
გამზირი გადაკეტეს.
18:51 / 04.12.2024
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ,
სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ეს
ქარდები აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.
14:21 / 04.12.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ეს ქარდები აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს
გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში
ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან
დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
11:24 / 04.12.2024
ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო
საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , - ამის შესახებ
ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
სამინისტრო ავრცელებს.
09:05 / 04.12.2024
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში
10:56 / 02.12.2024
საქართველოში "ნაცმაიდანი" არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება - ვხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.