პოლიტიკა
ისტორიაში პირველად სომხეთმა გაეროში ხმა მისცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება. 4 ივნისს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ამ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. წელს დოკუმენტს მხარი დაუჭირა103-მა ქვეყანამ, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შარშან მხარდამჭერთა რიცხვი 100 იყო. წელს პირველად რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც მანამდე თავს იკავებდა, ან ხმას წინააღმდეგ აძლევდა. რეზოლუციას წელს პირველად შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკა და არგენტინაც.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ. 53-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, რადგან გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.