ახალი ამბები
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინა) ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან. კანონპროექტი გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დიდი უმრავლესობით უფრო დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს“, - ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.



„ქართველი ხალხის აქტი“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება.



პირველ ნაწილში მოცემულია:

1. გამოიყოს ის შედეგები, რომელიც დაეკისრება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელის შეშლაზე პასუხისმგებლები არიან, მათ შორის:- მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის მოგზაურობის შეზღუდვები დაუწესოს.- ახალი სანქციები დაწესდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე პასუხისმგებლები არიან.- მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესოს იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე პასუხისმგებლები არიან.

2. მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს, მათ შორის მოხდეს სამხედრო დახმარების გადახედვა და მოითხოვს აშშ-ის მთავრობამ ყველა სახის დაფინანსება შეაჩეროს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

3. აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მუდმივად შეჩერების მოწოდება.



მეორე ნაწილი მოიცავს:


1. ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

2. საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროექტების მხარდასაჭერად მინიმუმ 50 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყოს.

3. მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განსაზღვრონ, თუ როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

4. გაითვალისწინეთ ანგარიშგების ორი მოთხოვნა, რათა (1) საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და (2) ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მცდელობები შეფასდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.