პოლიტიკა
ვენეციის კომისია რუსულ კანონს უარყოფითად აფასებს და „ოცნებას“ მისი გაწვევისკენ მოუწოდებს
ვენეციის კომისიამ დღეს, 21 მაისს გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც საქართველოში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვენეციის კომისიის დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

„ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის,“
— აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას, ისე უყარა კენჭი სამი მოსმენით, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა.

ვენეციის კომისია ასევე წუხს, რომ კანონი, რომელმაც საზოგადოებაში მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე, „მიიღეს ისეთი პროცედურებით, რომელმაც არ დატოვა სივრცე ჭეშმარიტი დისკუსიისა და არსებითი კონსულტაციებისთვის, რაც იყო ღია უგულვებელყოფა ქართელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის წუხილებისა.“

ვენეციის კომისიის განცხადებით, მათ გაანალიზეს აღნიშნული კანონის შესაბამისობა საერთაშორისო და ევროპულ სტანრტებთან, რაც ეფუძნება მსგავს საკითხებზე ადრე მომზადებულ მოსაზრებებს.

„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შეზღუდვები, რასაც ვენეციის კომისია აწესებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების უფლებაზე, არ შეესაბამება იმ მკაცრ ტესტს, რომელსაც ადგენს ადამიანის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ 8(2), 10(2), და 11(2) მუხლები, ასევე „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ 22(2) მუხლი. კანონი ასევე არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით დადგენილ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს,“ —
წერს ვენეციის კომისია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.