საპოლიციო ძალები საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირს ატოვებინებენ
რუსთაველის გამზირზე "რუსული
კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სწორედ ამ წუთებში ცდილობენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ხერხებით გაათავისუფლონ
მომიტინგეებისგან. ადგილზე მობილიზებულია ასევე სპეციალური
ტექნიკა.
ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი და გამოიყენეს წიწაკის
სპრეი.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების პირისპირ ცოცხალი ჯაჭვის
შეკრეს და მშვიდობიანი პროტესტის ფორმით უპირისპირდებიან მათ.