ახალი ამბები
"აუცილებელია დიალოგის გაგრძელება ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან" - ირაკლი ღარიბაშვილი
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონს ეხმაურება.


"მე არ შევალ ამ კანონის შინაარსში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, საუბარი. რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის.

დღეს რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, მეგობრებო, რეგიონში როგორი ვითარებაა. უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი... ეს ყველაფერი ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.

რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ, მე ამ კანონის მიმართ... ეს ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების. ყველას [ვგულისხმობ]. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ქვეყნის აგენტი იქნები - რუსეთის თუ ამერიკის თუ აფრიკის თუ აზიის. მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი, ამაზე უნდა იყოს საუბარი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? რას მელაპარაკებით.

დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა, რომ მეგობარი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყოო, ეს ხომ კატასტროფაა, ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე, ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, ეს არის საქართველოს ინტერესი, ჩემი რჩევა იქნება, იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვაზე...

დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, დაველოდოთ, ჯერ კიდევ არის დრო. ჯერ მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ, მთავარი მინდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვჭირდება დამშვიდება სიტუაციის, სტაბილურობა გვინდა, განვითარება გვინდა"
- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ქართული ოცნების“ არჩეული
პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში
გაიმართება.
15:06 / 25.12.2024
„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება.
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
14:37 / 23.12.2024
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა შევიქმნათ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტრამპის პრეზიდენტობაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს
ხვდება.
13:42 / 23.12.2024
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
ხელახალი არჩევნების დანიშვნის
საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების
განცხადება
13:55 / 22.12.2024
ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.