ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის
ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის
წარმომადგენლები დაესწრებიან.
ირაკლი კობახიძე ბიზნესს გაფართოებულ ფორმატში ხვდება. "რაც
პრემიერია, ასეთი ფორმატის შეხვედრა ბიზნესთან არ ყოფილა და ახლა
დაიგეგმა", - აცხადებენ პრესსამსახურში.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.