პოლიტიკა
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინაზე. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ზურაბიშვილმა ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა არის დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.

„დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.

მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ არის გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.

ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ.

საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები“,
- თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ის გამონათქვამები, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები ანტიდასავლური გზავნილებისთვის იყენებენ. ამასთან, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორების „ომის პარტიად“ წარმოჩენა.

„საქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს, ტერორიზმთან ბრძოლას.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.

ჩვენ და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არამხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე თუ ვინ არის საქართველოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.

იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა“
, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლის გამო ნაწილში აღნიშნა, რომ ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგია.

„ვინ თუ არა, ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში. სწორედ იმ დროს, როცა გზა გასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს, იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა.

ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი. ხოლო, ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს.

მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის. მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ“,
- მიმართა უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს.

პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნა დაიკავა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს. მის განცხადებები კი „დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი“ უწქოდა.

„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.


სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ქართული ოცნების“ არჩეული
პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში
გაიმართება.
15:06 / 25.12.2024
„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება.
14:37 / 23.12.2024
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა შევიქმნათ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტრამპის პრეზიდენტობაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს
ხვდება.
13:42 / 23.12.2024
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
ხელახალი არჩევნების დანიშვნის
საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების
განცხადება
13:55 / 22.12.2024
ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ
საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ
რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული
არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების
ხარისხის გასაუმჯობესებლად.
16:43 / 21.12.2024
26 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებელ საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი [OSCE/ODHIR] ჩამოთვლის პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.