ბორჯომიდან 1000-ზე მეტი მოქალაქე დაესწრება "ქართული ოცნების" აქციას თბილისში -გიორგი ფერაძე
თბილისში დაგეგმილ საყოველთაო
სახალხო შეკრებას, რომელიც მმართველი პარტიის მიერაა ორგანიზებული
ბორჯომიდანაც უერთდებიან.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ფერაძის
განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან "ქართული ოცნების" მიერ
თბილისში, დღეს საღამოს დაგეგმილ ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი მოქალაქე
თბილისის მიმართულებით მიემგზავრება.
ფერაძის განცხადებით მოსახლეობის უმეტესობა საკუთარი ავტომობილებით
გაემგზავრება, ნაწილი კი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტრანსპორტით.
თბილისში დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას საქართველოს
სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც შეუერთდებიან. ხელისუფლების მიერ
ორგანიზებული აქცია თბილისში 18:00 საათზეა დაგეგმილი.