იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავს
ფრაქცია „ქართული ოცნების“
საკანონმდებლო ინიციატივას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით
განიხილავს. წინა სხდომასთან შედარებით, მსჯელობა უფრო დიდ სივრცეში,
პარლამენტის კინოდარბაზში მიმდინარეობს. მომხსენებელი საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა.
განხილვა თავიდანვე მწვავე კამათით დაიწყო.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა
და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი
უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების
სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.