ახალი ამბები
საქართველოში მოქმედი 22 ორგანიზაციის მოწოდება "ქართულ ოცნებას"
საქართველოში მოქმედი 22 ორგანიზაცია "ქართულ ოცნების" ლიდერებს მოუწოდებენ "ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას". ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული კანონის” ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის:


ირაკლი კობახიძე – 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში;

შალვა პაპუაშვილი – 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;

გივი მიქანაძე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა;

რატი იონათამიშვილი – 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;

ნიკოლოზ სამხარაძე – 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში;

არჩილ თალაკვაძე – 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“;

მაია ბითაძე – 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში.



მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად" - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.




ხელმომწერი ორგანიზაციები:


1. ადამიანის უფლებათა ცენტრი;

2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;

4. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი;

5. მწვანე ალტერნატივა;

6. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;

7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;

8. პლატფორმა სალამ;

9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;

11. საფარი;

12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;

14. საქართველოს ევროპული ორბიტა;

15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია;

16. საქართველოს სასამართლოს გუშაგი;

17. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი;

18. სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

19. ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი;

20. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი;

21. Tbilisi Pride; 

22. ქართულ-ევროპული ინსტიტუტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.