უკრაინაში დასავლელი ლიდერები ჩავიდნენ
უკრაინისათვის სოლიდარობის
გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ
შორის - იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები.
სააგენტო Reuters-ი იტალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით
იუწყება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის
პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ
დე კროო და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის
დედაქალაქში ჩავიდნენ 23 თებერვალს ღამით, მატარებლით.
24 თებერვალს დილით კიევში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის
ჯონსონიც ჩავიდა.
24 თებერვალს, მოგვიანებით, მელონი უმასპინძლებს ვიდეოკონფერენციას
კიევიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები,
ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიიწვევენ დისკუსიაში მონაწილეობის
მისაღებად.