ახალი ამბები
„ვენეციის კომისია“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს აკრიტიკებს
ვენეციის კომისია დელოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.


კომისია საკუთარ მოსაზრებაში ორ მიდგომას გამოყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პერსონალური“ მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის „ოლიგარქების“ დარქმევა. ამგვარი კრიტერიუმები კი, დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა იყოს მედიის მფლობელობა, სიმდიდრე და ა.შ. და მიზნად ისახავს მათი გავლენის შემცირებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი მოდელი აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და მყარი გარანტიების გარეშე, შესაძლოა დაირღვეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.


ამრიგად, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის უპირატესობას ანიჭებს უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსაზრებით პერსონალური მიდგომა ზოგადად პრობლემურია, არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.


საკუთარ მოსაზრებაში ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმით შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პრინციპები და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ზედმეტად დიდ გავლენას აკისრებს მთავრობას აღნიშნულ პროცესზე.


კომისიის შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პოტენციური „ოლიგარქების“ პერსონალური მონაცემების შეგროვების შეფასებისა და დამუშავების პროცესში შესაძლოა დაირღვეს კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი ცხოვრების უფლება), ხოლო მათთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კამპანიებში და დემონსტრაციებში ჩართვის აკრძალვით- მე-10 და 11 მუხლები (გამოხატვის და შეკრების თავისუფლება).


ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული უფლებები აბსოლუტური არაა და ზოგადად, „ოლიგარქიზაციის“ მავნე ფენომენის გამო, მათი შეზღუდვა შეიძლება, თუმცა აქვე აცხადებს, რომ კრიტერიუმის ბუნდოვანება ართულებს ამგვარი შეზღუდვების გამართლებას.


ყოველივე ზემოაღნიშნული მაღალი რისკიდან გამომდინარე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „პერსონალური მიდგომა“, რომელიც საქართველოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტშია განსაზღვრული, ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო ადამიანების სტიგმატიზებას ეწევა და ადამიანის უფლებათა დარღვევის დიდ რისკს ატარებს დასახული მიზნის შესრულების გარანტიის გარეშე.


ამასთან, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ფონზე, კიდევ უფრო დიდია რისკი, რომ მიღების შემთხვევაში აღნიშნული კანონპროექტის გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ მოხდება.


ვენეციის კომისია ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რიგ რეკომენდაციებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საჭიროა ძირითადი პროცედურების გადახედვა და გამოკვეთა. მათ შორის კომისია საჭიროდ მიიჩნევს დავიწროვდეს და განიმარტოს ტერმინები- „ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში“, „აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა მასმედიაზე“. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ საჭიროა განიმარტოს პროცედურები, თუ რა ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და რომელი უწყებების მიერ.


გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს ეფექტური ზომები პროცედურის ინკლუზიურობის თვალსაზრისით. აგრეთვე, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს გარკვეული შეზღუდვების პროპორციულობა იმ პირთა მიმართ, ვინც შესაძლოა ოლიგარქებად გამოცხადდნენ და დაინერგოს სისტემური ზომები ოლიგარქიის გავლენის შესამცირებლად, როგორიც შეიძლება იყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.





წყარო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც კულტურისა და ხელოვნების
ცენტრში გაიმართა.
16:38 / 29.05.2023
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში
სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის
შესახებ,
14:50 / 29.05.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა,
13:09 / 29.05.2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,
სადღესასწაულო ღონისძიებები
ბორჯომის, ცენტრალური (ისტორიულ) პარკში 11:00 საათიდან
დაიწყება.
11:59 / 29.05.2023
სადღესასწაულო ღონისძიებები ბორჯომის, ცენტრალური (ისტორიულ) პარკში 11:00 საათიდან დაიწყება.
ბორჯომში საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა
ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
17:17 / 26.05.2023
ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.