ახალი ამბები
მდინარაძის განცხადებით, "აგენტების" კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება
"ქართულ ოცნებაში" გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ორივე ვერსია უკვე გამოიხმეს ვენეციის კომისიიდან.

მან, პროცედურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ უკვე პირველი მოსმენით მიღებულ ერთ-ერთ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] მეორე მოსმენითაც გაიტანენ და ჩააგდებენ, რადგან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ორივე პროექტის მხარდაჭერაზე და გავიწვიოთ. საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს და იზიარებს ამ გადაწყვეტილებას...

ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია პარლამენტიდან. რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც წესი, მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ და ეს გადაწყვეტს ამ საკითხს",
- თქვა მამუკა მდინარაძემ.

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

მმართველი პარტიის თანახმად, "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად", საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, "რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში".

განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

7 და 8 და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ზღაპარი სიკეთისა და ბოროტებისა ანუ
მზეონას თავგადასავალი-ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც მეექვსე საჯარო
სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში
წარმოადგინეს.
15:38 / 09.06.2023
ზღაპარი სიკეთისა და ბოროტებისა ანუ მზეონას თავგადასავალი-ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოადგინეს.
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა
წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი
დააზარალა.
15:11 / 06.06.2023
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი დააზარალა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში
09:45 / 06.06.2023
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტლის ექიმი, ზაზა მოსეშვილი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების
დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო
ბატალიონმა
14:08 / 04.06.2023
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა
დღეს, ტრადიციულად, საქართველოს
ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება
12:06 / 04.06.2023
დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.